„ფორმულას“ ჟურნალისტის თქმით, მეტროში თავს დაესხნენ

„ფორმულას“ ჟურნალისტის, ია სართანიას განცხადებით, მეტროში თავს დაესხნენ.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას აგრესიულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელითაც შეეხო.
„მეგობრებო, კარგად ვარ, უკვე სამსახურში. ვერ გწერთ ყველას. თავს დამესხა აგრესიული პირი მეტროში, ჰომოფობიური და ძალადობრივი ლექსიკით, შემეხო ხელითაც. საგულისხმოა, რომ მეჭირა ჩანთა, ფორმულას ლოგოთი. შესაბამისად, თავდამსხმელმა იცოდა, ვის უპირისპირდებოდა. მყისიერად მივმართე პოლიციას, დამჭირდა დიდი ძალისხმევა, რომ რეაგირება მოეხდინათ.
ამჟამად თავდამსხმელი დაკავებულია, თუმცა მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. სასამართლო დღეს გაიმართება. არ მაქვს ობიექტური მართლმსაჯულების იმედი“, — წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – 20-მდე ქვეყნის დიპლომატს შევხვდით – კარგი შესაძლებლობა იყო, მათთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ რა არის აუცილებელი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რათა მხარდაჭერა გაგრძელდეს