რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კიევის რეჟიმის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა“, - დაწერა ქალაქის მერმა, ანდრეი კრავჩენკომ ტელეგრამის არხზე.
ნოვოროსიისკის მერის ცნობით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, ნოვოროსიისკის პორტში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.