ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის იმ რეგიონებში ამოქმედდება, რომლებიც ამას მოითხოვენ.
ჯერჯერობით, ესპანეთის ცენტრალურ მთავრობას საზოგადოებრივი წესრიგის გაკონტროლება მადრიდმა, ანდალუსიამ და ესტრემადურამ სთხოვა.
შეგახსენებთ, დღეს ესპანეთსა და პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, რამაც ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა განაცხადა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება „იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს. ესპანეთის ელექტროქსელის ოპერატორის, Red Electricas-ს ინფორმაციით, იბერიის ნახევარკუნძულის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილი ხელისუფლებაში სოფლის აყვავების დაპირებით მოვიდა, 14 წლის თავზე კი შედეგი არის კატასტროფული: ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი

კახა ჯაფარიძე: ალექსანდრე ხაბეიშვილის (რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული) მცირეწლოვან შვილს, ევას, ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს და გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება თურქეთში