ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხარკოვში ბაზარი იწვის დრონებით თავდასხმის შემდეგ

ხარკოვში ბაზარი იწვის დრონებით თავდასხმის შემდეგ

ხარკოვის ბარაბაშოვოს ბაზარში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ქალაქზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად, ოთხი დაშავებულის, მათ შორის ორი ხანდაზმულის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ, ტელეგრამის არხზე წერს ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი.
ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა, თავის Telegram არხზე დაწერა, რომ ქალაქის რვა ადგილას 20 დარტყმა განხორციელდა. თუმცა უცნობია ოცივე დრონებით მოხდა თუ არა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 100-ზე მეტი ჩამოგდებული დრონის შესახებ იტყობინება. მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანმა დაწერა რუსეთის დედაქალაქის თავზე ჩამოგდებულ 19 უკრაინულ დრონზე.
დრონებით იერიშისას მოსკოვისა და კიდევ ორი ქალაქის აეროპორტების მუშაობა შეჩერებული იყო. უკრაინულ მხარეს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.