რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ეკატერინა დუნცოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების აკრძალვას მხარი დაუჭირა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ეკატერინა დუნცოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების აკრძალვას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკატერინა დუნცოვა ავრცელებს.
ეკატერინა დუნცოვამ თავის „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, რომ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
დუნცოვამ განაცხადა, რომ ახლა იგი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია სურთ.
შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეკატერინა დუნცოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მის მიერ წარდგენილ საბუთებში დაშვებული შეცდომების გამო, არ მისცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ