ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე კანდიდატს უარი უთხრა არჩევნებში მონაწილეობაზე

ყოფილი რუსი ტელეჟურნალისტი ეკატერინა დუნცოვა, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომის მოწინააღმდეგეა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ოთხშაბათს დუნცოვამ თქვა, რომ მის კანდიდატობაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დუნცოვას კანდიდატურაზე უარს და მიზეზად მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში „ბევრი დარღვევა“ მოიყვანეს.
დუნცოვამ თავის Telegram არხზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, რომ საჩივარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
მან თქვა, რომ აპირებს ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ "მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია" - იდეები, რომლებიც დუნცოვას თქმით, მიმზიდველია იმ ათობით მილიონი რუსისთვის, რომელთა ხმაც არ ისმის.
დუნცოვამ - რომელიც რუსეთში არც ისე ცნობილი ადამიანია და, მისივე აღიარებით, 140 მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში მხოლოდ ათასობით მხარდაჭრი ჰყავს, სააგენტო "როიტერს" ამ გადაწყვეტილებამდეც უთხრა, რომ უსამართლო დისკვალიფიცირებას ელოდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილებები მხოლოდ წესებზეა დაფუძნებული და მისი ამოცანაა დარწმუნდეს, რომ სავარაუდო კანდიდატები პროცედურებს იცავენ.
მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაშია ხელისუფლებაში, მარტში დადგეგმილ არჩევნებში სერიოზული კონკურენცია არ ემუქრება და მოსალოდნელია, რომ ქვეყნის სათავეში კიდევ ერთი ექვსწლიანი ვადით დარჩება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.