სოხუმში დაბადებულმა ალექსანდრ სუსლოვმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ხელმოწერების შეგროვება ვერ შეძლო

რუსული გამოცემის, SOTA-ს ინფორმაციით, 44 წლის ალექსანდრ სუსლოვმა, რომელიც სოხუმშია დაბადებული, ვერ შეძლო 500 ხელმოწერის შეგროვება, ს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დასაყენებლად.
სუსლოვის საინიციატივო ჯგუფის კრება მოსკოვში, სასტუმრო „იზმაილოვოში“, გაიმართა. მან 100 ამომრჩევლის ხელმოწერა შეაგროვა, ღონისძიებას კი 300-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. ტექნიკური პრობლემის გამო ყველა ხელმოწერის ასახვა ვერ მოხერხდა.
სუსლოვი ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ არჩევის შემთხვევაში, 1კგ ოქრო და 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცემოდა ოჯახს, რომელსაც ბავშვი გაუჩნდებოდა. ახლა ის განიხილავს პარტიის, „მდიდარი ხალხის“ შექმნის იდეას, მაგრამ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, როგორ განახორციელოს ეს.
ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ ალექსანდრ სუსლოვი ადრეული ბავშვობიდან ოცნებობდა ქვეყნის მართვაზე.
ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ მომავალი პოლიტიკოსის ბავშვობა 12 წლის ასაკში დასრულდა, როდესაც ს ომის გამო მოუწია ყველაფრის დატოვება და სოხუმიდან გამგზავრება. „დატოვეს სამოთახიანი ბინა ცნობილი საკურორტო ქალაქის ცენტრში და გადასახლდნენ, პირაპირი მნიშვნელობით, ტყეში. მამამ კიროვის ოლქში 350 ჰა მიწის ნაკვეთი აიღო ფერმერული მეურნეობისთვის და დაიწყეს მცირე საოჯახო, აგრარული ბიზნესი“, – ვკითხულობთ სუსლოვის ოფიციალურ ბიოგრაფიაში.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2024 წლის 17 მარტი განსაზღვრა.
საინიციატივო ჯგუფმა მხარი დაუჭირა დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი მეთაურის, „ეფესბეს” რეზერვის პოლკოვნიკის, იგორ სტრელკოვის (გირკინი) წარდგენას პრეზიდენტობის კანდიდატად.
პარტია „ახალმა ადამიანებმა” პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ვლადისლავ დავანკოვი.

„კომუნისტურმა პარტიამ” პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ხარიტონოვი, ხოლო ულტრამემარჯვენე „ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ” – პარტიის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი.
რაც შეეხება მმართველ „ერთიან რუსეთსა“ და პროსახელისუფლებო „სამართლიან რუსეთს“, მათ მხარი დაუჭირეს მოქმედი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კანდიდატურას. პუტინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს პრეზიდენტობის მეხუთე ვადით იყრის, დამოუკიდებელ კანდიდატად.
2008 წელს პუტინმა და მთავრობის მაშინდელმა მეთაურმა დმიტრი მედვედევმა თანამდებობები გაცვალეს – პრეზიდენტი გახდა , ხოლო პუტინმა დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

ასევე დაგაინტერესებთ