ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 22 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 22 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ტერიტორიაზე 22 დრონი ჩამოაგდო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 22 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვამ დრონები როსტოვის, ბელგოროდის, ვორონეჟის, კურსკის, ბრიანსკისა და სმოლენსკის ოლქების ტერიტორიაზე ჩამოაგდო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.