არქივი26 ნოემბერი, 2024, 09:53
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - 7 რეგიონში 39 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის რეგიონებსა და ოკუპირებულ ყირიმში 30-ზე მეტი უკრაინული დრონი გაანეიტრალა. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 39 უკრაინული თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და შეაკავეს”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, 24 დრონი როსტოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 5 - ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, სამ-სამი - ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში, თითო-თითო ორიოლისა და ვორონეჟის ოლქებში, ორი ყირიმში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.