ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ბუდაპეშტში შეხვედრის გამართვა კვლავ შესაძლებელია

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ბუდაპეშტში შეხვედრის გამართვა კვლავ შესაძლებელია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ბუდაპეშტში შეხვედრის გამართვა კვლავ შესაძლებელია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ბუდაპეშტის სამიტის ჩატარება კვლავ შესაძლებელია, რატომაც არა?“ - განაცხადა უშაკოვმა.
უშაკოვს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სამიტის ჩატარების სავარაუდო თარიღი არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უნგრეთში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.