ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
„გუშინ, ვლადიმერ პუტინთან საუბარი დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა. ბევრი საკითხი განვიხილეთ, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის, ასევე, საერთაშორისო ვითარების შესახებ“, - განაცხადა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.
ტოკაევის თქმით, ყაზახეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის მიზნით, მოსკოვში მის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს.
ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი მოსკოვში გუშინ ჩავიდა და კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.