ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - ვაშინგტონს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა არ უთხოვია

დიმიტრი პესკოვი - ვაშინგტონს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა არ უთხოვია

ვაშინგტონს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გამართვა არ უთხოვია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„საუბრის შესახებ თხოვნა არ ყოფილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საჭიროების შემთხვევაში საუბრის სწრაფად ორგანიზება შესაძლებელია“, - განაცხადა პესკოვმა.
ასევე, პესკოვის ცნობით, დღეს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ყაზახეთის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდება.
„საღამოს, რუსეთში ყაზახეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პუტინსა და ტოკაევს შორის საუბარია დაგეგმილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საუბარია“, - აღნიშნა პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.