ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე - დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის ჩატარებაზე საუბარი არ ყოფილა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე - დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის ჩატარებაზე საუბარი არ ყოფილა

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ზელენსკისთან სამმხრივი სამიტის ჩატარებაზე საუბარი არ ყოფილა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ რა აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის გამართვა, იური უშაკოვმა უპასუხა, რომ „ეს თემა ჯერ არ განხილულა“.
უშაკოვის თქმით, ალასკაზე გამართული სამიტის შედეგების შეჯამების შემდეგ მხარეები დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მორიგი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზების შესახებ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.