ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის მტკიცებით, ბრიანსკისა და ორლოვის ოლქებში დრონების იერიში მოიგერიეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბრიანსკისა და ორლოვის ოლქებში უკრაინული დრონების თავდასხმები მოიგერიეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მათ ბრიანსკის ოლქში 4, ხოლო ორლოვის ოლქში 2 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გამოყენებით.
დამატებითი დეტალების რუსეთის სამხედრო უწყებას არ დაუზუსტებია. აქამდე ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ ბოგომაზმა დაწერა, რომ ჩამოაგდეს ორი დრონი. როგორც ის ირწმუნებოდა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.