ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ კურსკის ოლქში რკინიგზის სადგურზე იერიში მიიტანა

კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს, რომ გლუშკოვოს რკინიგზის სადგურზე უკრაინამ იერიში მიიტანა. მისი მტიცებით, დაითვალეს 9 დარტყმა.
გუბერნატორის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, იერიშების შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ჩააქრეს და დაზიანდა ელექტრომომარაგების ხაზები, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა სოფელი კულბაკი და გლუშკოვოს სადგური.
მოსკოვის რკინიგზის ცნობით, სარკინიგზო მიმოსვლა არ შეჩერებულა და საშტატო რეჟიმით გრძელდება.
ამას გარდა, სამარის ოლქში რკინიგზაზე აღმოაჩინეს "უცხო ობიექტი", რის გამოც ამ მიმართულებით მატარებლების მოძრაობა დროებით შეწყდა. გასულ დღეს ამავე ოლქში ერთ-ერთ ხიდზე, რომელზეც რკინიგზაც გადის, აფეთქება მოხდა, რაზეც პასუხისმგებლობა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ აიღო. შემთხვევის შედეგად ხიდი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.