ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელგოროდის გუბერნატორის მტკიცებით, უკრაინის დრონების იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი წერს, რომ უკრაინული დრონების იერიშს მის რეგიონში 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი მტკიცებით, უკრაინელებმა სამი უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს გრაივორონის საქალაქო ოკრუგზე. მისივე ცნობით, კიდევ ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.
აქამდე გლადკოვი წერდა დრონების სხვა თავდასხმების შესახებაც, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ დილის საათების შემდეგ ჩამოაგდეს კიდევ 4 უპილოტო საფრენი აპარატი.
უცნობია, გამოიწვია თუ არა ხალხის სიკვდილი იმ დრონმა, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ჩამოაგდო.
აქამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებოდნენ, რომ 8 მარტის გამთენიისას 16 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.