უკრაინის შეიარაღებული ძალები: კურსკის ოლქში რუსეთის ჯარების კონტრიერიში შეჩერებულია

კურსკის ოლქში რუსეთის ჯარების კონტრიერიში შეჩერებულია, ოლქის ტერიტორიის ნაწილი უკრაინის კონტროლქვეშ რჩება, განუცხადა სააგენტო AFP-ს ამ ტერიტორიებზე შექმნილი უკრაინის შეიარაღებული ძალების კომენდატურის წარმომადგენელმა, ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ.
რუსეთის ჯარები „ცდილობდნენ, ფლანგებიდან შეეტიათ, მაგრამ ისინი შეჩერებულ იქნენ, სიტუაცია სტაბილიზებულია და დღეს ყველაფერი ჩვენ კონტროლქვეშაა, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს,“ მოჰყავს სააგენტოს დმიტრაშკოვსკის სიტყვები.
ასევე, მისი სიტყვებით, უკრაინის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე რუსეთის რამდენიმე ათასი მოქალაქე რჩება. მან თქვა, რომ ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში კვლავაც 100-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ომის პირობებში შეუძლებელია მეომარი მხარეების განცხადებების ოპერატიულად შემოწმება.
როგორც BBC შენიშნავს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს გამოაქვეყნა კურსკის ოლქში თავისი მოქმედებების ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის არმია აგრძელებს შეტევით მოქმედებებს. თუმცა ანგარიშში არ იყო ლაპარაკი რაიმე დასახლებული პუნქტების „გათავისუფლებაზე“. საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციაში ნახსენები იყო თითქმის იგივე ადგილები, რაც ერთი დღით ადრე.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?