ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის კურგანის ოლქში ასობით სახლი დაიტბორა

რუსეთის კურგანის ოლქში ასობით სახლი დაიტბორა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
„მდინარე ტობოლის წყლის დონე სწრაფად იმატებს“, - აცხადებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, კურგანის ოლქში 300-ზე მეტი სახლი და 700-მდე საცხოვრებელი ფართი დაიტბორა, ხოლო ქალაქ კურგანში ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით, 1500 ადამიანი დარჩა.
კურგანის ოლქის გუბერნატორის, ვადიმ შუმკოვის განცხადებით, მდინარე ტობოლის წყლის დონემ შესაძლოა 11 მეტრს მიაღწიოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.