პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წყალდიდობა რუსეთის რეგიონებში

წყალდიდობა რუსეთის სულ უფრო მეტ რეგიონამდე მიაღწია. ახლა წყალდიდობის ეპიცენტრმა ორენბურგის ოლქიდან სამხრეთ-დასავლეთით გადაინაცვლა. ინფორმაციას Deucthe Welle ავრცელებს.

ტომსკის ოლქში წყლის დონემ მდინარეებში ობში და ტომში აიწია და საშიშ ზღვარს გადასცდა.

მდინარე ტომის დონემ 761 სმ-ს მიაღწია, ხოლო ობში - 952 სმ-ს.

კურგანის ოლქში მდინარე ტობოლი 646 სმ-მდე აიწია. მხოლოდ ორ საათში მდინარის დონე 15 სმ-ით გაიზარდა. იქ 300 სახლი და 570 საკარმიდამო ნაკვეთი. ამ და სხვა რეგიონებში საგანგებო სიტუაციის რეჟიმი მოქმედებს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.