ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

13 000-მდე ადამიანია ევაკუირებული რუსეთის კურგანის რეგიონიდან წყლის დონის მატების გამო

13 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა რუსეთის კურგანის რეგიონის იმ ადგილებიდან, რომლებსაც წყალდიდობა ემუქრება. ქალაქ კურგანთან ახლოს, მდინარე ტობოლი 646 სანტიმეტრს აღწევს - იუწყება რეგიონის ხელისუფლება 15 აპრილს და დასძენს, რომ წყლის დონე კვლავ მატულობს კეტოვსკის რაიონში.
საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, კურგანის რეგიონში უკვე დატბორილია 880 საცხოვრებელი სახლი. 8 აპრილს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ქალაქ კურგანში, სადაც 300 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. სამინისტროს განცხადებით, დატბორვის საფრთხე ემუქრება 62 დასახლებას.
რუსეთი უკვე გარკვეული პერიოდია ებრძვის მასშტაბურ წყალდიდობას სამხრეთის რამდენიმე რეგიონში, ყაზახეთის საზღვართან, სადაც უჩვეულოდ თბილი ამინდი იწვევს თოვლის მოულოდნელ დნობას, რაც, თავის მხრივ, ბიძგს აძლევს მდინარეების ადიდებას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.