ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ბორის აკუნინი "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ  მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი) "უცხოელ აგენტად" გამოაცხადა.

„ის ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში სპეცოპერაციას, ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციის, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ნეგატიური იმიჯის შექმნას. მან მონაწილეობა მიიღო უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერ ღონისძიებებში. მონაწილეობდა უცხოელი აგენტების შეტყობინებების შექმნასა და გავრცელებაში“, - აცხადებს იუსტიცია.

შეგახსენებთ, რომ იქამდე რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა აკუნინი "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" რეესტრში შეიყვანა. მოსკოვის თეატრმა კი მის ნაწარმოებებზე შექმნილი სპექტაკლები გააუქმა.

მწერალმა რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და დონბასის ომის დაწყების შემდეგ დატოვა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.