ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნა“ ჩაატარა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთში „ანტიტერორისტული წვრთნა“ ჩაატარა, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, აფხაზეთში დისლოცირებულ სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზაზე „ჩატარდა სწავლება იმიტირებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოსაგერიებლად“.
„პერსონალს მიეცა სხვადასხვა დავალება, რომლებიც უნდა შეესრულებინათ საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სიტუაციის შესაქმნელად სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცარიელი ვაზნები, კვამლის ბომბები და იმიტირებული ყუმბარები“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბლოკირების განხორციელებისთვის საჭირო მოქმედების პრაქტიკას ასევე მცირე ჯგუფებად ფარულ მოძრაობას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.