ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო ადიღეში დასახლების ევაკუაცია განხორციელდა

მედია - უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო ადიღეში დასახლების ევაკუაცია განხორციელდა

რუსეთის ადიღეს რესპუბლიკაში ქალაქ მაიკოპთან დრონებით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დაბა როდნიკოვოს მაცხოვრებლების ევაკუაცია გახდა საჭირო, - ამის შესახებ ადიღეს ხელმძღვანელმა, მარატ კუმპილოვმა განაცხადა.
კუმპილოვს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, „ტელეგრამ“ არხ Astra-ს ცნობით, მაიკოპთან ახლოს, სამხედრო აეროდრომი „ხანსკაიაზე“ უკრაინული დრონებით თავდასხმა მოხდა.
შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე 92 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 47 კრასნოდარის მხარის თავზე. ადიღე ყველა მხრიდან კრასნოდარის მხარის ტერიტორიითაა გარშემორტყმული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.