რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში უკრაინული, „ტოჩკა-უ“ ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს.
„დღეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტოჩკა-უ“ ტიპის ტაქტიკური რაკეტის გამოყენებით. უკრაინული რაკეტა განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ბელგოროდის ოლქში,“- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის შუა რიცხვებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბელგოროდის ერთ-ერთ დასახლებაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც შვიდი სახლი, სამი ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება