რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: 5 დეკემბრის დილას, ყირიმს 40-ზე მეტმა დრონმა შეუტია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 5 დეკემბრის დილას ყირიმს 40-ზე მეტმა დრონმა შეუტია, რაც ზაფხულის შემდეგ, რეკორდული რაოდენობაა.

„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 22 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და კიდევ ცამეტი აზოვის ზღვასა და [ე.წ.] ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაიგდეს ხელში“, – აცხადებს რუსული მხარე.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ კიდევ ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, ორი კი აზოვის ზღვის თავზე შეიპყრო.

ამასთან, ოკუპირებული ყირიმის და რუსული Telegram არხები იუწყებიან, რომ ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ქერჩში, ფეოდოსიასა და ძველ ყირიმში. ხოლო База-ს ტელეგრამ არხის ცნობით, დრონებით ყირიმში ნავთობის საცავზე თავდასხმა სცადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ