ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის მიერ გაშვებული 15 "შაჰიდიდან" 9 ჩამოვაგდეთ | უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 15 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 9 ჩამოაგდეს.
უწყების თქმით, ოკუპანტებმა შეტევა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ბალაკლავას რეგიონიდან განახორციელეს.
"სულ "შაჰიდის" ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება დაფიქსირდა, რომელთაგან 9 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში თავდაცვის ძალების მობილურმა სახანძრო ნაწილებმა გაანადგურეს," - ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, უკრაინელები ამბობენ, რომ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონში გაანადგურეს ორი Kh-59 ტიპის მართვადი რაკეტა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.