ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის რამდენიმე ოლქში 19 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ, ქვეყნის 4 რეგიონში და შავი ზღვის თავზე, 19 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.
გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს კურსკის, ბრიანსკის, ორიოლის და კრასნოდარის ოლქების ტერიტორიასა და შავი ზღვის თავზე.
ორიოლის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, დრონები, საწვავის და ენერგეტიკულ კომპლექსებზე თავდასხმას ცდილობდნენ, თუმცა ეს მცდელობა აღიკვეთა.
კლიჩკოვის ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა, თუმცა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამართალდამცავები აუცილებელ ზომებს იღებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.