ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ბელგოროდში 7 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით ბელგოროდის ოლქის ცაზე 7 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა 7 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განთავსებული სამიზნეების წინააღმდეგ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მანამდე, ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ გუბკინში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 4 კერძო სახლი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.