ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ გაშვებული 9 დრონი ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინის მიერ გაშვებული 9 დრონი ჩამოაგდო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში 2, ვორონეჟის ოლქში 1 და შავი ზღვის თავზე 6 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ქალბატონი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.