ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის მტკიცებით, 11 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ელი თებერვლის ღამით რუსეთს 11 უკრაინული დრონი დაესხა თავს.
"დღეს შევაჩერეთ კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული იერიში რუსეთზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მიეტანა. მორიგე საჰაერო თავდაცვამ გზა გადაუჭრა და გაანადგურა უკრაინული დრონები ბელგოროდის ოლქის თავზე (ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი) და კურსკის ოლქში. (ერთი უპილოტო საფრენი აპარატი)". - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამინისტროში.
მოგვიანებით ამავე უწყებამ დამატებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის ძალებმა 4 დრონი ბელგოროდში, ხოლო 2 - ვორონეჟში გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.