ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოლქებში 28 დრონი გაანადგურეს

საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ოლქებში 28 დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმა სცადა. მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 28 დრონი გაანადგურეს“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, 13 დრონი ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 7 როსტოვის ოლქის, 4 ბელგოროდის ოლქის თავზე, 2 ვორონეჟის, 1 ბრიანსკის ოლქისა და 1 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.