უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 12 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 12 დრონი ჩამოაგდეს.
„ღამით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას Shahed-136/131 ტიპის 15 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით კიდევ ერთხელ შეუტიეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 12 დრონი გაანადგურეს“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
დღეს დილით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს, რის შემდეგაც უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რუსების სარაკეტო თავდასხმების შედეგად კიევის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ორი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა 4 სარაკეტო და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. სულ ფრონტის ხაზზე 92 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.