რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე კიევის ტერორისტული თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო – უკრაინამ შეტევისთვის 91 დრონი გამოიყენა, რომელიც სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაუშვა

ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე კიევის ტერორისტული თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი იყო, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე კიევის ტერორისტული თავდასხმა წინასწარგანზრახული და ფრთხილად დაგეგმილი იყო. ამას თავდასხმის სტრუქტურა, გამოყენებული საჰაერო საშუალებების რაოდენობა და მათი მოქმედება ადასტურებს“, – განაცხადა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო ჯარების ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ალექსანდრე რომანენკოვმა.
რომანენკოვის ცნობით, უკრაინამ პუტინის „რეზიდენციაზე შეტევისთვის 91 დრონი გამოიყენა, რომელიც სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გაუშვა“.
„თავდასხმის მოგერიების შედეგად არავინ დაშავებულა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეზიდენციას ზიანი არ მიუღია“, – აღნიშნა რომანენკოვმა დღევანდელ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე დრონებით თავდასხმა სცადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლავროვის განცხადებას სიცრუე უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან