ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლისკენ მიმართული ტერორისტული აქტია

დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლისკენ მიმართული ტერორისტული აქტია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კიევის მიერ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლისკენ მიმართული ტერორისტული აქტი იყო.
„ნოვგოროდის რეგიონში რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობა მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლისკენ მიმართული ტერორისტული აქტია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
პესკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინის ქმედებები ასევე ძირს უთხრის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას.
„ეს ასევე მიმართულია ტრამპის წინააღმდეგ, ის მიზნად ისახავს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის ჩაშლას, ხელი შეუწყოს უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ასეთი რთული კონფლიქტის“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მოსკოვი ხედავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ბევრი დასავლური მედია საშუალება, კიევის მხარდაჭერით, ცდილობენ უარყონ რეზიდენციაზე თავდასხმა.
„ვხედავთ, რომ თავად ზელენსკი ცდილობს ამის უარყოფას და ბევრი დასავლური მედია საშუალება, კიევის რეჟიმთან მხარდაჭერით, იწყებს იმ ამბის გავრცელებას, რომ ეს არ მომხდარა“, - განაცხადა პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.