რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცალმხრივად 8-9 მაისისთვის “ზავი” გამოაცხადა და დაიმუქრა, რომ თუკი 9 მაისის აღლუმი “ჩაიშლება,” რუსეთი ცენტრალური კიევის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს წამოიწყებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ცალმხრივად 8-9 მაისისთვის “ზავი” გამოაცხადა და დაიმუქრა, რომ თუკი 9 მაისის აღლუმი “ჩაიშლება,” რუსეთი ცენტრალური კიევის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს წამოიწყებს.
“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2026 წლის 8-9 მაისს დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების პატივსაცემად გამოცხადდება ზავი. ჩვენ მოველით, რომ უკრაინული მხარე ამ მაგალითს მიჰბაძავს”.
კრემლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ “კიევის რეჟიმის მხრიდან იქნება მცდელობები, სისრულეში მოიყვანონ თავიანთი კრიმინალური გეგმები, რომელთა მიზანიც დიდ სამამულო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ჩაშლაა, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები პასუხად ცენტრალურ კიევზე მასშტაბურ სარაკეტო იერიშს მიიტანენ”.
განცხადებაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე ირწმუნება, რომ წარსულში კრემლმა “მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავა”.
“ჩვენ ვაფრთხილებთ კიევის მშვიდობიან მოსახლეობასა და უცხოური დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს ქალაქის დროულად დატოვების საჭიროებასთან დაკავშირებით.” – წერია განცხადებაში

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია