პუტინის 9 მაისის ზავის ამოქმედების შემდეგ მოსკოვიდან დრონების ჩამოგდების ცნობები ვრცელდება

8 მაისის დადგომასთან ერთად ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ვლადიმირ პუტინის ინიციატივით, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამოაცხადა. თუმცა მცირე ხნის შემდეგ გავრცელდა ცნობები, რომ მოსკოვისკენ მიმავალი 13 დრონი ჩამოაგდეს.
ინფორმაცია მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა საკუთარ ტელეგრამ არხზე გაავრცელა. მან თავდაპირველად 3, შემდეგ კი 5-5 დრონის ჩამოგდების შესახებ დაწერა.
აქამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, სერჰიი სტერნენკომ დაწერა: “ზავი არ იქნება, რადგან რუსებმა მშვიდობა არ ისურვეს”.
7 მაისის საღამოს, 12 საათის შესრულებამდე, სობიანინმა გაავრცელა ცნობა მოსკოვისკენ მიმავალი 18 დრონის ჩამოგდებაზე.
4 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 8-9 მაისს, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, გამოცხადდებოდა ზავი “გამარჯვების დღის აღნიშვნის საპატივცემულოდ”. იმუქრებოდნენ, რომ ამ გამარჯვების დღის აღნიშვნის “ჩაშლის მცდელობის” შემთხვევაში კიევის ცენტრზე მასირებულ სარაკეტო იერიშებს მიიტანდა. საპასუხოდ ზელენსკიმ 6 მაისის ღამიდან “სიმშვიდის რეჟიმი” გამოაცხადა.6 მაისის დადგომიდან მცირე ხნის შემდეგ რუსეთმა შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტა დაარღვია და უკრაინაზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები მიიტანა.
წელს აღლუმზე სამხედრო ტექნიკის გამოყვანას არ აპირებს, რაც გასულ წლებში არ მომხდარა. ასევე, ბოლო წლებში კრემლმა პირველად არ დაპატიჟა პარტნიორი ქვეყნების ლიდერები. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 8-9 მაისს მოსკოვში ინტერნეტი სრულად გაითიშება. უკრაინის პრეზიდენტმა უცხოელ ლიდერებს ურჩია, რომ 9 მაისს მოსკოვში არ ჩავიდნენ.