ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება

ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება. მიზეზად საპარლამენტო არჩევნების კამპანიას ასახელებს.

"აპრილში, რუსეთში ჩემი ვიზიტის დროს, მე რუსეთის პრეზიდენტი გავაფრთხილე, რომ სომხეთის [საარჩევნო] კამპანიის გამო 9 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მივიღებდი," - განაცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებთან.

ფაშინიანი მოსკოვში აღლუმს 2023 და 2025 წელს დაესწრო.

სომხეთში საპარლამენტი არჩევნები 7 ივნისს არის ჩანიშნული, საარჩევნო კამპანია კი 8 მაისიდან 5 ივნისამდე გაიმართება.

რუსეთმა განაცხადა, რომ "არსებული ოპერატიული ვითარების გამო" ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს, რაც ყოველ წელს ტრადიციულად მისი სამხედრო ძალის დემონსტრირებას ემსახურებოდა.

რუსეთმა ღონისძიების ჩასატარებლად ცალმხრივად ზავი გამოაცხადა და დაიმუქრა, რომ თუკი 9 მაისის აღლუმი "ჩაიშლება," რუსეთი ცენტრალური კიევის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს წამოიწყებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.