არქივი24 ნოემბერი, 2023, 06:58
რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, უკრაინის მიერ გაშვებული 16 დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 24 ნოემბრის ღამეს მათმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 13 უპილოტო საფრენი აპარატი ოკუპირებულ ყირიმში და კიდევ 3 ვოლგოგრადის რეგიონის თავზე.
თავდაცვა ამბობს, რომ აღიკვეთა "კიევის რეჟიმის მცდელობა" განეხორციელებინა "ტერორისტული თავდასხმა" რუსეთის სამიზნეებზე.
ზარალის შესახებ უწყებას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.