ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის დარტყმებს 21 ადამიანი ემსხვერპლა ოდესასა და სუმიში

რუსეთის დარტყმებს 21 ადამიანი ემსხვერპლა ოდესასა და სუმიში

18 ნოემბერს რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა ოდესასა და სუმიში - იუწყებიან უკრაინის წარმომადგენლები.
ოდესაში სარაკეტო დარტყმა შუადღისას მოხდა, დაიღუპა 10 ადამიანი, დაიჭრა - 39, ბავშვის ჩათვლით, - წერს ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი ტელეგრამით და დასძენს, რომ დაჭრილთა შორის ოთხის მდგომარეობაა მძიმე. დარტყმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ სახლზე ქალაქ სუმიში, რომელსაც 40-მდე კილომეტრი აშორებს რუსეთის საზღვარს. დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიჭრა - 89, აცხადებს უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.