ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად

სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად

სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. დაჭრილია 50-ზე მეტი ადამიანი.
რუსეთის ჯარებმა ქალაქ სუმის 17 ნოემბერს, გვიან საღამოს დაარტყეს. მერიის და პროკურატურის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევა იყო ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონზე, სადაც დაზიანებულია 10-ზე მეტი მრავალბინიანი კორპუსი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაზიანებული სახლებიდან ევაკუირებულია 400-ზე მეტი ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ სუმიში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.