ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა

რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა

რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„ამ სასტიკ თავდასხმებს მკაცრად ვგმობ. ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი მშვიდობაზე უარს აცხადებს და ტერორს ირჩევს. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლებს, მათ ოჯახებსა და ყველა უკრაინელს, ვინც ამ აგრესიას უძლებს“, - წერს მარტა კოსი.
შეგახსენებთ, დღეს ღამით რუსულმა ძალებმა კიევზე მასიური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.