კიევში რუსული ძალების დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა

უკრაინის დედაქალაქის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 45-ს აღწევს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 დაღუპულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
რუსეთის იერიშების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ჩინეთს რეაგირებისკენ მოუწოდა.
„ჩინეთმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება ომის გაფართოების წინააღმდეგ და ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად, თუმცა ეს რუსეთის გამო არ ხდება. ჩვენ რეაქციას უნგრეთისგან ველით. პასუხს ველით ყველასგან, ვინც მშვიდობის მხარდამჭერ მოწოდებებს აკეთებდა, მაგრამ ახლა პრინციპული პოზიციის დაკავების ნაცვლად დუმს“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება