ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის დარტყმა ხარკოვზე – ნანგრევებში 3 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

რუსეთის დარტყმა ხარკოვზე – ნანგრევებში 3 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

2 იანვარს ხარკოვის რეგიონზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 30 დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან ბავშვები.

მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს 3 წლის ბავშვის ცხედარი, 3 იანვარს, ღამით კი – 22 წლის ქალის ცხედარი.

ხუთი ადამიანი ჯერ ისევ დაკარგულად ითვლება – მათ ნანგრევებში ეძებენ.

2 იანვარს განხორციელებული რუსეთის თავდასხმის შედეგად ხარკოვში დაზიანდა 25 საცხოვრებელი კორპუსი, საავადმყოფო, საგანმანათლებლო დაწესებულება, კომერციული და საოფისე შენობა და დაიწვა მანქანები.

___________

ფოტოზე: ხარკოვი, 2 იანვარი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/SERGEY KOZLOV

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.