ხარკოვში რაკეტა მოხვდა საცხოვრებელი შენობას. ერთი ბავშვი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 2 იანვარს ხარკოვზე რუსეთის არმიის დარტყმის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაშავდა.

„არსებობს ინფორმაცია, რომ ნანგრევების ქვეშ კიდევ ბევრი ადამიანია. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს“, – დაწერა ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა.

საღამოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნანგრევების ქვეშ სამი წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დარტყმის ადგილიდან ფოტოები გამოაქვეყნა. „საშინელი რუსული დარტყმა ხარკოვზე. წინასწარი მონაცემებით, ორი რაკეტა. პირდაპირ საცხოვრებელ ზონაში. ერთ-ერთი შენობა ძლიერ დაზიანდა. ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და ყველა საჭირო სამსახური მობილიზებულია. მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია“, – წერს ზელენსკი.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”