არქივი19 აგვისტო, 2024, 20:23
რუსეთის ბაშკირეთის რეგიონის ნავთობქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა (ვიდეო)
რუსეთის ბაშკირეთის რეგიონის ნავთობქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბაშკირეთის მთავრობის განმარტებით, ქარხანაში საწვავის მილსადენზე მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.
როგორც მედია წერს, მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება უკვე მოახერხეს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.