რუსეთის არმიამ დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით კვლავ დაარტყა უკრაინას. ერთ-ერთი სამიზნე კვლავ ოდესა იყო

რუსეთის არმიამ 11 მარტის ღამეს ბალისტიკური რაკეტა “ისკანდერ-М”-ითა და 126 დრონით მიაყენა დარტყმა უკრაინას. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა შეძლეს რაკეტისა და 79 დრონის განადგურება ხარკოვის, პოლტავისა, სუმის, ჩერნიგოვის, კიევისა და კიდევ 5 ოლქის საზღვრებში.
რამდენიმე დრონმა შეძლო სამეურნეო და სამოქალაქო ობიექტების დაზიანება დონეცკის, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში.
კერძოდ, ქალაქ ოდესაში, რომელზედაც ბოლო ხანს რამდენიმე იერიში განხორციელდა, საავიაციო დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საწვავ-საპოხი მასალების პუნქტს, ერთ-ერთ კერძო სახლსა და ბავშვთა სათამაშოების საწყობს.
რუსეთის არმია დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით ბოლო ხანს რეგულარულად ახორციელებს იერიშებს ოდესის საპორტო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

31 იანვარს რუსეთმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზე. ოფიციალური ცნობებით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა იუნესკოს მფარველობაში არსებული ოთხი მუზეუმი, ფილარმონია და ისტორიული სასტუმრო „ბრისტოლი“, რომელიც XIX საუკუნეში აშენდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა