ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - დრონებით თავდასხმის შედეგად ლენინგრადის ოლქში მდებარე „კინეფის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ერთ-ერთი ავზი დაზიანდა

მედია - დრონებით თავდასხმის შედეგად ლენინგრადის ოლქში მდებარე „კინეფის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ერთ-ერთი ავზი დაზიანდა

დრონებით თავდასხმის შედეგად ლენინგრადის ოლქში მდებარე „კინეფის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ერთ-ერთი ავზი დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ლენინგრადის ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრე დროზდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა კირიშის რაიონში „კინეფზე“ დრონებით თავდასხმა მოიგერიეს. დრონის ნამსხვრევებმა ერთ-ერთი ავზის გარე სტრუქტურა დააზიანა“, - წერს დროზდენკო „ტელეგრამის“ არხზე.
ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის ცნობით, დაშავებულები არ არიან.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ლენინგრადის ოლქის თავზე ერთი დრონი ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.