არქივი24 აპრილი, 2025, 07:50
რუსეთიმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტია, დაიღუპა 9 ადამიანი, ათობით დაშავდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში 9 ადამიანი დაიღუპა და 63 - დაშავდა. დაშავებულებს შორის 6 ბავშვია.
„დანგრეულია საცხოვრებელ სახლები, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ძებნა გრძელდება“, - აცხადებენ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ქალაქ ხარკოვში აფეთქებების ხმები ისმოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.