რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტია – დაიღუპა 9, დაშავდა 63 ადამიანი

რუსეთმა უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 63 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, 63 დაშავებულიდან კლინიკაში 42 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია.
საგანგებოში ამბობენ, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციის შენობები, გაჩნდა ხანძრები. ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ – შესაძლოა მსხვერპლის რიცხვი გაიზარდოს.
თავდასხმა რუსების მიერ გვიან ღამით კიევსა და ხარკივზე განხორციელდა. ხარკივის შემთხვევაში 2 დაშავებულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.
წინასწარი მონაცემებით, თავდასხმა დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან