არქივი24 აპრილი, 2025, 05:35
რუსეთი უკრაინას დრონებით და რაკეტებით უტევს, არის მსხვერპლი და ათობით დაშავებული

რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინას დრონებით, ბალისტიკით და „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით უტევს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად კიევში 2 ადამიანი დაიღუპა და 54 - დაშავდა. დაშავებულებს შორის 6 ბავშვია.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ქალაქ ხარკოვში აფეთქებების ხმების ისმის.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ახალი რაკეტები შედის - სამხრეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ, აღმოსავლეთიდან კი სუმის ოლქისკენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.